ჩერგოლეიშვილი: “გოჩა მაისურაძე დაწვას გვიპირებს…ლევან სუთიძეს უთვალთვალებს”

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი რედაქციაში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე წერს, გარკვეულია იმ მამაკაცის ვინაობა, რომელიც „ტაბულას“ დაწვით ემუქრებოდა.„მოვედი სამსახურში. პატრული აქ არის. გამომძიებელს ველოდები.

პატრულსაც დაუდასტურა, რომ დაწვას გვიპირებს.

ლევან სუთიძეს უთვალთვალებს – იცის როდის გამოდის ოფისის აივანზე, როგორ ეწევა სიგარეტს (იმიტირებას აკეთებდა), უყურებს მის გადაცემებს – იცის მისი კითხვების შინაარსი.

სახელი და გვარი – გოჩა მაისურაძე.

არ ვიცი შერაცხადია, თუ შეურაცხადი – მაგრამ საჭესთან ზის და მანქანას მართავს.

საზოგადოებისთვის საშიშია.

ესაა მოკლედ,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.