დამანგრეველი მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე – მსხვერპლმა 200-ს გადააჭარბა

დამანგრეველი მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე - მსხვერპლმა 200-ს გადააჭარბაირანისა და ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად ირანის ტერიტორიაზე 200-მდე ადამიანი დაიღუპა, ერაყში კი 6. ათასობით ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

მიწისძვრის შედეგად შენობები დაინგრა 8 სოფელში. მაშველებს მუშაობას რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილი მეწყერი ურთულებს.

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. რყევები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა. არის სატელეფონო კავშირის პრობლემები.

ნიუპოსტი