შუახევის ახლადარჩეულმა საკრებულომ, რომელმაც პირველი სხდომა დღეს გამართა, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი დავითაძეს, რომელიც დაბის მაჟორიტარია, საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის არჩევისთვის კი 13 ხმაა საჭირო.
გამოცემის ცნობით, შუახევის საკრებულოში 24 წევრიდან 19 მმართველი გუნდის პარტიიდანა და სხდომას 19-ვე ესწრებოდა.
იმედინიუსი

