დარიალის ხეობაში რუსეთის არმის წვრთნებს ატარებს

დარიალის ხეობაში რუსეთის არმის წვრთნებს ატარებსდარიალის ხეობაში რუსეთის არმიის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. შეიარაღებული ძალების სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქის მეთაურის ინფორმაციით, სწავლება ჩრდილოეთ ოსეთის მთიან რეგიონში იმართება. წვრთნებში მზვერავები მონაწილეობენ, რომლებიც ტაქტიკურ ბრძოლასთან ერთად, მოწინააღმდეგის ფარულად ლიკვიდაციის უნარებშიც ვარჯიშობენ.

წვრთნების ფარგლებში მზვერავები კვირაში ერთხელ ლაშქრობაში გაემგზავრებიან და მთიან რეგიონში უცნობ ტერიტორიებს გამოიკვლევენ და საიდუმლო პატრულირების მეთოდებს შეისწავლიან.

ნიუპოსტი