დავით სარალიძე – “სახალხო დამცველის ოფისი უნდა გადავიდეს მერაბიშვილის აშენებულ შსს-ს შუშებიან შენობაში”

დავით სარალიძე -  "სახალხო დამცველის ოფისი უნდა გადავიდეს მერაბიშვილის აშენებულ შსს-ს შუშებიან შენობაში"საქართველოს პირველი სახალხო დამცველი დავით სარალიძე, რომელსაც ომბუდსმენის პოსტი 1997-2000 წლებში ეკავა, თვლის რომ სახალხო დამცველის ოფისი, სამართლიანობის აღდგენის კომისიასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში უნდა განთავსდეს და სწორედ ეს შენობა უნდა იქცეს გამჭვირვალობისა და სამართლიანობის აღდგენის სიმბოლოდ.

– მაქვს ასეთი აზრი, რომ სახალხო დამცველი გადაიყვანონ ვანო მერაბიშვილის მიერ აშენებულ შსს-ს შუშებიან შენობაში. იქიდან უნდ გამოვიდეს პოლიცია. საიდანაც იწყებოდა ყველაზე დიდი უბედურებები, იქ უნდა მივიდეს სახალხო დამცველი. ამ შენობის ნახევარში დავსვამდი სახალხო დამცველს და ნახევარში იმ კომისის, რომელმაც სამართლიანობა უნდა აღადგინოს და სახალხო დამცველმა და ამ კომისიამ სამართლიანობის აღდგენისთვის ერთობლივად უნდა იმუშაონ. ხალხი, რომელსაც თავის საქმეებზე პრეტენზიები აქვს, პროკურატურის კარებზე კი არ უნდა აკაკუნებდეს, აქ უნდა მიდიოდეს. იქ უნდა იყოს ცალკე ფლიგელიც ჟურნალისტებითვის,- განაცხადა დავით სარალიძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტი“-ს ეთერში.

ნიუპოსტი