მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
მიზეზი ის დებულება გახდა, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებას ითვალისწინებს. იმის გამო, რომ ცვლილებების პაკეტის ცალცალკე კენჭისყრა ტექნიკურად შეუძლებელი იყო კომიტეტის უარყოფითი დამოიკიდებულება მთლიანმა პაკეტმა დაიმსახურა.
კომიტეტის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ერთნაიარია – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არ უნდა გაერთიანდეს.
კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კენჭისყრის წინ განაცხადა, მათ პოზიციას პარლამენტის ყველა სხვა კომიტეტი იზიარებს და მათ მთავრობის რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტს გარემოს დაცვის სამინისტროს შენარჩუნების დათქმით დაუჭირეს მხარი.
მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. კომიტეტის თამჯდომარე კი აცხადებს, რომ პრიორიტეტი გარემოს დაცვის სამინიტროს გაძლიერება უნდა იყოს და არა მისი სხვა უწყებასთან შეერთება.

