ეგვიპტის მეჩეთში დაღუპულთა რიცხვმა 184-ს მიაღწია

ეგვიპტის მეჩეთში დაღუპულთა რიცხვმა 184-ს მიაღწიაეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშში,მეჩეთში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვმა 184-ს მიაღწია.

აფეთქება ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშის მეჩეთში დღეს მოხდა.

ტერორისტები მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს შეიჭრნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, ხოლო შემდეგ ცეცხლი გახსნეს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელების მიზანი მეჩეთში მყოფი ეგვიპტის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იყვნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ესროდნენ,

ეგვიპტის პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურების საგანგებო თათბირი მოიწვია.

დაზარალებულთა შორის ბავშვებიც არიან.

ერ-როუდის მეჩეთი უდიდესია სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. ის ეკუთვნის ეგვიპტის რელიგიური საკუთრების სამინისტროს. მეჩეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ ასეულობით მორწმუნე მუსლიმანი დადის სალოცავად.