ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტის პოსტზე ფიცს 24 ნოემბერს დადებს

ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტის პოსტზე ფიცს 24 ნოემბერს დადებსზიმბაბვეს ყოფილი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ფიცს 24 ნოემბერს დადებს. ამის შესახებ ქვეყნის ტელერადიოსამაუწყებლო კორპორაცია იუწყება.
მისი ინფორმაციით, მნანგაგვა ზიმბაბვეში დღეს ჩაფრინდება.
რობერტ მუგაბემ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 37 წლის მანძილზე იკავებდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა.

იმედინიუსი