ერაყისა და ირანის საზღვართან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ერაყისა და ირანის საზღვართან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაერაყისა და ირანის საზღვართან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.

ირანული მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

იმედინიუსი