ესპანეთის მთავრობამ რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევაში დაადანაშაულა. ტელეგრაფის ცნობით, როგორც ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინიგო მენდეს დე ვიგომ ესპანურ გამოცემა El Pais-ს განუცხადა, ამ საკითხს 13 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მარია დოლორეს დე კასპედალის თქმით კი , ბევრი გზავნილი თუ ოპერაცია, ასევე ჰაკერული თავდასხმები, რომელიც შემჩნეული იყო, რუსეთის ტერიტორიიდან მოდიოდა.
რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ნიუპოსტი

