ესპანეთის სასამართლომ პუჩდემონის დაკავების ევროპული ორდერი გასცა

ესპანეთის სასამართლომ პუჩდემონის დაკავების ევროპული ორდერი გასცაესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის წინააღმდეგ, დაკავების ევროპული ორდერი (EAW) გასცა.გადაწყვეტილება კატალონიის პარლამენტის (ჟენერალიტეტის) სხვა ოთხ ყოფილ წევრსაც ეხება, რომლებიც პუჩდემონთან ერთად ბრიუსელში იმყოფებიან.
სასამართლო პუჩდემონსა და მის ყოფილ მრჩეველებს ამბოხის, ხელისუფლების რესურსების გაფლანგვასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს.

დაკავების ორდერი ბელგიის პროკურატურას გადაეცემა. გარდა ამისა გაცემულია ნაციონალური და საერთაშორისო დაკავების ორდერები.

1 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბელგიაში მყოფი კარლეს პუჩდემონი კატალონიაში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ბარსელონაში არა პუჩდემონი, არამედ მისი მთავრობის შს მინისტრი დაბრუნდა.

27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა.

გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად, რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.

იმედინიუსი