ადგილობრივი მედიის ცნობით, ესპანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად 46 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მას 33 ბინის გაქურდვაში ედება ბრალი.
გამოძიების ცნობით, დაკავებულს ბინიდან ფული და ძვირფასეულობა მიჰქონდა, ნივთების საერთო ღირებულება კი, ასობით ათას ევროს შეადგენს.

