მსახიობი გია ბურჯანაძე ლგბტ თემის პროპაგანდასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
„ის, რაც ვერ მოახერხა მძიმე სოციალურმა დაეკონომიკურმა პრობლემებმა, ლარის ინფლაციამ, შიმშილმა, უმუშევრობამ, სასოწარკვეთაში ჩავარდნამ, ეკლესიის ორად გაყოფამ, უპასუხისმგებლო
პოლიტიკური ლიდერების გამო საზოგადოების აპათიაში ჩავარდნამ, დემორალიზაციამ, წყალგამყოფი აღმოჩნდა ლესბოსელების, გეების, ბისსექსუალების, ტრანსვესისტების დაცვის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი. ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, რის გამოც კავკასიაში საქართველოს „დიდ ბორდელს“ უწოდებენ, საღად მოაზროვნე ადამიანი ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა.
საქართველო ყოველთვის ტოლერანტულ ქვეყნად ითვლებოდა და ამით გამოირჩეოდა კავკასიაში, ამ ქვეყანაში არავინ იჩაგრებოდა სქესის, მრწამსის, ორიენტაციის გამო, თუნდაც გავიხსენოთ ცეკვის ჯადოქარი ვახტანგ ჭაბუკიანი, რომელსაც დიდ სცენაზე მილიონობით ადამიანი ტაშს უკრავდა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციას მისადმი ხალხის სიყვარულზე გავლენა არ მოუხდენია.
გასული კვირის ქრონიკა ტოვებს შთაბეჭდილებას,
რომ უმრავლესობა სექსუალური უმცირესობის მსხვერპლია. გვაიძულებენ მოგვწონდნენ და მათი ცხოვრება სამაგალითოდ გავიხადოთ. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროვება, ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა უფლებების დარღვევა, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხდებით მათი პროპაგანდის მსხვერპლი, რაშიც ტელევიზიების დიდი წვლილია და არ შეიძლება ფულის გამო აკეთო ყველაფერი და წახვიდე შენი ხალხის წინააღმდეგ. ამავდროულად, მიუღებელია, შავრაზმული იდეოლოგიის მოხვევაც, ძალადობა და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა. ამ ქვეყანაში გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე ის, რომ გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდასაჭერ სამკლაურს გაიკეთებს. სჯობს რეალურ პრობლემებზე დავიხარჯოთ და არ შევუწყოთ ხელი ადამიანების ახალი ჯიშის შექმნას, რაშიც ძალიან დიდძალი ფული იხარჯება. ნუ ვიქნებით გიჟვრაცუები, ხშირად იგნორი ყველაზე კარგი გამოსავალია.“
Mediamall.ge

