,,გიო, არც კი გვჯერა ამას რომ შენს შესახებ ვწერთ… სამარადისო სასუფეველი შენ!!!“

,,გიო, არც კი გვჯერა ამას რომ შენს შესახებ ვწერთ... სამარადისო სასუფეველი შენ!!!“ბათუმის სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინდელ ხანძარს ,,ნიკორას“ თანამშრომელი გიორგი ცინაძე ემსხვერპლა. ამის შესახებ კომპანია საკუთარი ფესბუქის გევრდზე წერს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

– ბათუმის სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინდელ ხანძარს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანის, გიორგი ცინცაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ის განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველასგან გამორჩეული. მისი გარდაცვალება ჩვენი გუნდის დიდი დანაკლისია.

მადლობა მას ჩვენს კომპანიაში, დაუღალავი და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის.

გიორგის დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ორი ვაჟკაცი. ვუსამძიმრებთ ყველა მის ოჯახის ახლობლებს.

გიო, არც კი გვჯერა ამას რომ შენს შესახებ ვწერთ.

შენ მუდამ დარჩები ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში, როგორც გამორჩეულად გულთბილი, მუდამ მომღიმარი და ყველასათვის საყვარელი “ცინცო”

სამარადისო სასუფეველი შენ!!!