გიორგი მღებრიშვილი თანამდებობას ტოვებს

გიორგი მღებრიშვილი თანამდებობას ტოვებსშს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომავალ კვირას თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

როგორც “პრაიმტაიმისთვისაა” ცნობილი ახალი კანდიდატურა ისევ ძალოვანი უწყების შიგნით შეირჩევა და “გარედან” სხვა კადრის მიყვანა არ იგეგმება.

ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ოფიციალურად უახლოეს ხანში გამოცხადდება.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად საერთოდ უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო, შესაბამისად თანამდებობას ტოვებს უწყების პირველი პირი ილია ელოშვილი.

ცნობილია, რომ შს მინისტრი ნოემბრის ბოლოს პარლამენტშია დაბარებული.

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა.