გიორგი როყვა იპოვეს და პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს

გიორგი როყვა იპოვეს და პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანესოზურგეთში ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგ როყვა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. “ნიუპოსტის” რეგიონალური კორესპოდენტის ცნობით, ის ამ წუთებში გურიის მთავარი სამმართველოს ოზურგეთის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

გიორგი როყვას ადგილსამყოფელის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არაფერი იცოდნენ. გაუჩინარებამდე ის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელ, ირაკლი სირაძესთან სმს შეტყობინებებს დახმარების სათხოვნელად აგზავნიდა.

როყვა “ოცნების” კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის მხრიდა განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა.

გიორგი როყვას პოვნას ადასტურებენ შს სამინისტროშიც.

როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, შს როყვას დაზიანებები არ აღენიშნება და მის ჯანმრთელობასაც საფრთხე არ ემუქრება.