იან კელი სამთავრობო ცვლილებებზე – ”ხვალინდელ დღეს ჩვენც ინტერესით ველით”

იან კელი სამთავრობო ცვლილებებზე - ”ხვალინდელ დღეს ჩვენც ინტერესით ველით”სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმა იან კელიმ.

იან კელის განცხადებით, საელჩო მზად არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.

– ველოდებით ხვალინდელ დღეს უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან, ასე რომ ხვალინდელ დღეს ჩვენც ინტერესით ველით, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებზე გადანაწილდება; სპორტის სამინისტროს ფუნქციებს განათლების და კულტურის სამინისტრო შეითავსებს, იუსტიციის სამინისტრო კი სასჯელაღსრულების სამინისტროს შეიერთებს; ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას შეუერთდება; ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კვლავ პირველი ვიცე-პრემიერი და ამასთანავე ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება. ცვლილებების ფარგლებში 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მთავრობაში 2 ახალი მინისტრი იქნება.

პრემიერმინისტრი ხვალ, 11:00 საათზე, ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგსგამართავს. 

იმედინიუსი