ირანში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა

ირანში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდაირანის დასავლეთ ნაწილში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

პირველი, მაგნიტუდით 4,0 მიწისძვრის კერა 2 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მომდევნო, მაგნიტუდით 3,8 მიწისძვრის ბიძგები 8 კილომეტრის სიღრმიდან დაფიქსირდა.

ირანისა და ერაყის საზღვარზე დამანგრეველი, მაგნიტუდით 7,2 მიწისძვრა კვირას მოხდა. სტიქიის შედეგად, სულ მცირე 530 ადამიანი დაიღუპა და 7.500 დაშავდა.

პირველი