ჯაბა დიასამიძის ქუდი ანჯელინა ჯოლიმ დაიხურა

ჯაბა დიასამიძის ქუდი ანჯელინა ჯოლიმ დაიხურაანჯელინა ჯოლის Vanity Fair-ის ფოტოსესიაში, ერთ-ერთ ფოტოში ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის, შექმნილი ქუდი ეხურა. როგორ მოხდა ჰოლივუდელი ვარსკვლავის და ქართველი დიზაინერის დაკავშირება, ამის შესახებ ჯაბა დიასამიძემ „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა.
– ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. მომწერეს, როგორც წერენ ხოლმე სტაილისტები, რომ ვითხოვთ ამ ჟურნალის გადაღებისთვის თქვენს სამოსს და კიდე ქუდებს ითხოვდნენ. მოკლედ გავაგზავნე ეს ყველაფერი ნიუ-იორკში. არ ვიცოდი ანჯელინასთვის რომ იყო, ვიცოდი რომ ჟურნალი ვენითი ფეარი იყო და ვიცოდი გადაღებას ვინ აკეთებდა, თან იღებდნენ მერთ & მარკუს, რომლებიც არიან ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ფოტოგრაფები და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმის გარდა მერე რაც მოხდა.

გაიარა ზაფხულმა, შემდეგ ერთ მშვენიერ დილას გამეღვიძა და ამ, სტაილისტი გოგოს იმეილი დამხვდა: იცი ვის ახურავს შენი ქუდი?’ ახალი გაღვიძებული ვიყავი, თან ჩემი მეგობარიც მერე მიგზავნის ფოტოს, ონლაინ ვერსიის, სანამ დაიბეჭდებოდა სექტემბრის გამოშვებაში, ძალიან კმაყოფილი ვიყავი და ძალიან გამეხარდა. იზაბელ იუპერსაც ეცვა ჩემი მოსაცმელი ერთ-ერთი ჟურნალის ყდაზე.,- აღნიშნა ჯაბა დიასამიძემ.