კახა კალაძე დედაქალაქის მერის უფლებამოსილების შესრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგება, თბილისის არჩეული მერი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს:
– ორშაბათს საინტერესო დღე იქნება, საკადრო ცვლილებებიც იქნება, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს კი დედაქალაქის მთავრობა არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომას გამართვას და მას ბოლოჯერ უხელმძღვანელებს დავით ნარმანია.
ნიუპოსტი

