კახა კალაძემ გუნდის წევრები დაასახელა

კახა კალაძემ გუნდის წევრები დაასახელათბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ ვიცემერი და მოადგილეები წარადგინა. კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება. ვიცემერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, რომელიც კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო.

თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან: გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, რომელიც ასევე ენერგეტიკის სფეროში ეკონომიკური და ინფრასრუქტურული მიმართულებით მუშაობდა. მოადგილის პოსტი შეინარჩუნა გიგა ნიკოლეიშვილმა, რომელიც თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას დავით ნარმანიას დროსაც იკავებდა. მეხუთე მოადგილეს კალაძე უახლოეს მომავალში დაასახელებს და გავრცელებული ცნობით, ის ილია ელოშვილი იქნება, რომელიც ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებს.

მომდევნო დღეებში კალაძე უკვე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურებსაც დაასახელებს.

21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, კახა კალაძემ არჩევნებში ხმების 51.09% მიიღო.

იმედინიუსი