კალაძე: „ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე”

კალაძე: „ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე"ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე – აცხადებს თბილისის მერი , რომელიც დღეს, საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს. კალაძის თქმით, მას საკრებულოში მისვლას არჩევის შემდეგ, კანონი არ ავალდებულებს.
– ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული და უფლებამოსილებას უკვე შევუდექი, რაც შეეხება ქალაქის მთავრობას, კანონის შესაბამისად, ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, დღეს იმსჯელებენ და ალბათ, უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცდება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას, – განაცხადა კალაძემ.