თბილისის მერმა დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა. კახა კალაძის თქმით, ის გამგებლებს ყველა პირობას შეუქმნის ეფექტური მუშაობისთვის, თუმცა იქნება ძალიან მომთხოვნი. კალაძის გამგებლობის კანდიდატების სია დასამტკიცებლად საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება.
თბილისის რაიონების გამგებლები იქნებიან:
საბურთალო – გაიოზ ვასაძე
ვაკის რაიონი – ნოდარ ტურძელაძე
ჩუღურეთის რაიონი – ზურაბ ჩიკვილაძე
დიდუბის რაიონი – ირმა ზავრადაშვილი
ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე
გლდანი – ბექა მიქაუტაძე
კრწანისი – ლევან ჯაფარიძე
მთაწმინდა – დავით კირკიტაძე
ისანი – კახა ლაბუჩიძე
სამგორი – დავით კერესელიძე
ნიუპოსტი

