კარლეს პუჩდემონი ესპანეთის სასამართლოში მისვლას არ აპირებს

კარლეს პუჩდემონი ესპანეთის სასამართლოში მისვლას არ აპირებსკატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი ხუთშაბათს ესპანეთის ეროვნულ სასამართლო კოლეგიაში ჩვენების მისაცემად მისვლას არ აპირებს.
ამის შესახებ კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბეკარმა განაცხადა.
– პუჩდემონი არ გამოცხადდება სასამართლოში. ის დაელოდება და დააკვირდება მოვლენებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, არ შევიტანოთ განაცხადება თავშესაფრის მიღებაზე და გავასაჩივროთ ექსტრადირების ნებისმიერი მოთხოვნა, – აღნიშნა ადვოკატმა.
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის რამდენიმე ყოფილი წევრი ჩვენების მისაცემად დაიბარა.
კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და მთავრობის ყოფილი წევრები სასამართლოში 2 და 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდნენ. გარდა ამისა, მათ გირაოს სახით საერთო ჯამში 6,2 მილიონი ევრო უნდა შეიტანონ.
ესპანეთის გენერალური პროკურატურა მათ ბრალს ამბოხებაში სდებს. ესპანეთის კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილები უარს განაცხადებენ სასამართლოში გამოცხადებაზე, პროკურატურამ შესაძლოა მათი დაკავება მოითხოვოს.
აღსანიშნავია, რომ კარლეს პუჩდემონი ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება.

ინტერპრესნიუსი