კარლო ანჩელოტის იტალიის ნაკრებში ეპატიჟებიან

კარლო ანჩელოტის იტალიის ნაკრებში ეპატიჟებიანიტალიის ნაკრებში ცვლილებებია და ჯანპიერო ვენტურა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ოფიციალურად გაანთავისუფლეს. საფეხბურთო ფედერაცია აქტიურად ეძებს ვენტურას შემცვლელს და მათი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კარლო ანჩელოტია, რომელიც ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებს.

ანჩელოტის უკვე ესაუბრა ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტევეკიო და სავარაუდოდ ანჩელოტი იტალიაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. შეგახსენებთ რომ იტალიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც ამ ქვეყნისთვის უდიდესი ტრაგედია და სირცხვილია.