კატალონიის მთავრობის 8 წევრი დაპატიმრებულია, მათ 30 წელი ციხე ემუქრებათ

კატალონიის მთავრობის 8 წევრი დაპატიმრებულია, მათ 30 წელი ციხე ემუქრებათესპანეთის სასამართლო კოლეგიამ კატალონიის მთავრობის 8 წევრი დააპატიმრა, მათ შორის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ურიოლ ჟუნკერასი. რვავე დაპატიმრებულს გირაოთი გათავისუფლების უფლებაზე უარი ეთქვათ.

დაპატიმრებულებს ბრალი ედებათ დაუმორჩილებლობაში, ძირგამომთხრელ საქმიანობაში, სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვაში. თუ მათ ეს ბრალდებები დაუმტკიცდათ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30 წლის გატარება ემუქრებათ.

მთავრობის 9 წევრიდან, რომელიც მადრიდში სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა, 50 000 ევროს გირაოთი მხოლოდ ბიზნესისა და მეწარმეობის ყოფილი მინისტრი სანტი ვილა გათავისუფლდა, რომელიც კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე გადადგა.

ესპანეთის პროკურატურა კარლეს პუჩდემონისა და კატალონიის მთავრობის კიდევ ოთხი წევრის დაპატიმრებას ითხოვს, რომლებიც ამჟამად ბელგიაში იმყოფებიან.

ნიუპოსტი