ხმაური ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონთან – „ქართული მარშის“ წევრები სტადიონზე შეჭრას ცდილობდნენ

ხმაური ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონთან - „ქართული მარშის“ წევრები სტადიონზე შეჭრას ცდილობდნენცოტა ხნის წინ ხმაური იყო ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონთან – „ქართული მარშის“ წევრები სტადიონთან იყვნენ მობილიზებულები.

ქართული მარშის მომხრეები ქუთაისის სტადიონზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ სამართალდამცავები სტადიონზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ამ არეულობაში ადგილობრივი გულშემატკივარიც ჭყლეტაში მოხვდა.

ქართული მარშის წევრებმა ლგბტ პირთა სიმბოლიკა დაწვეს. სტადიონზე დაახლებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ლგბტ პირთა წინააღმდეგ განცხადებებს სკანდირებდნენ.