კიევში გატაცებული ქართველი ჟურნალისტი და “АТО”-ს მეომრები, სავარაუდოდ, ბორანზე იმყოფებიან

კიევში გატაცებული ქართველი ჟურნალისტი და “АТО”-ს მეომრები, სავარაუდოდ, ბორანზე იმყოფებიანგატაცებული ჟურნალისტი და “ატოს” მეომრები სავარაუდოდ იმყოფებიან ბორანზე “ვილნიუსი” – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

მოძრაობა “ახალი ძალების” ლიდერი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ არსებული ინფორმაციით, ბორანი ჩერნომორსკიდან ფოთში მიემართება.
– ჩვენი წყაროები ოდესიდან გვატყობინებენ, რომ გატაცებული ჟურნალისტი და ანტიტერორისტული ოპერაციის მეომრები, შესაძლოა იმყოფებიან ბორანზე “ვილნიუსი”, რომელიც ჩერნომორსკიდან ფოთში მიემართება. ისინი პირადად მიიყვანა გენერალ კოსიკმა. მე განვაგრძობ ამ ინფორმაციის დაზუსტებას,- წერს მიხეილ სააკაშვილი