ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, შრომაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
– დარღვევები ძალიან ბევრია. შრომაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჩვენმა ვიდეოკამერამ ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადაც ვიმარჯვებთ, იმ უბნების დარბევა იგეგმება სხვადასხვა მეთოდებით, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგებით, – ამბობს კონსტანტინე შარაშენიძე.
ქართული ოცნების კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ და მისმა კონკურენტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ პირველ ტურში თითქმის თანაბარი შედეგი აჩვენეს.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.
იმედინიუსი

