კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელ გიორგი როყვას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელ გიორგი როყვას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობიაოზურგეთში გაუჩინარებული გიორგი როყვას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი არც სახლში და არც სამსახურში გამოჩენილა, მას გამორთული აქვს ტელეფონიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევა დაწყებულია, თუმცა ოჯახთან გასაუბრების საფუძველზე, გაუჩინარების ფაქტი არ დასტურდება.

კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბში, სადაც მეორე ტურისთვის ემზადებიან, განმარტავენ, რომ გიორგი როყვას “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერები ემუქრებოდნენ. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ ბეგლარ სიორიძის შტაბში და მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ.

ნიუპოსტი