კონტე ჩელსის თამაშით უკმაყოფილოა

კონტე ჩელსის თამაშით უკმაყოფილოაჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ის თავისი გუნდის თამაშით იმედგაცრუებულია. ჩელსიმ სტუმრად რომასთან 0:3 წააგო და თავის ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

კონტეს თქმით მისმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ითამაშა, მეორეში კი მეტოქემ ჩელსის პირწმინდად აჯობა. ”ვფიქრობ პირველ ტაიმში ორ გაშვებულ გოლს არ ვიმსახურებდით და შედეგი სამართლიანი არ იყო.

მეორე ნახევარი ცუდად დავიწყეთ და რომას ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გუნდის თამაშით იმედგაცრუებული ვარ. ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ”– განაცხადა ანტონიო კონტემ.