კრიზისების მართვის საბჭო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს და მას გიორგი მღებრიშვილმა უხელმძღვანელოს

კრიზისების მართვის საბჭო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს და მას გიორგი მღებრიშვილმა უხელმძღვანელოსკრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში განიხილება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შსს-დან გასვლისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბების საკითხი.
დაუდასტურებელი ცნობით, რეფორმირებულ უწყებას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც შს მინისტრის პოსტს დატოვებს.

ინტერპრესნიუსი