“რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმად მოამბე 8-ის ნაცვლად, დღეიდან 9-ზე გავა ეთერში.
– რაც არსებობს, ანუ 60 წელია, მოამბე 8-ზე იწყებოდა. იამ და ვასილიმ გადაწყვიტეს კურიერს დაასვან და 9-ზე დაიწყონ. რეპუტაციული კატასტროფა ქვია ამ საქციელს, თორემ კურიერისთვის მოამბე ისეთივე კონკურენტია, როგორც ფერარისთვის ჟიგული, – წერს ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

