„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესმიმდინარე წლის 16 მარტს ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ გაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავა სასამართლომ დღეს გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ „ნიუპოსტის“ ინფორმაციით სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები არ ემთხვეოდა დაკავებული გიორგი კუკავას ანაბეჭდებს და იგი ეკუთვნის სხვა პირს, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია მიროსაფინანსო ორგანიზაცია „ვივუსის“ დაყაჩაღებაშიც. კუკავა 9 თვის განმავლობაში საპატიმრო დაწესებულებაში უკანონოდ იმყოფებოდა, მოწმეები კი აცხადებენ, რომ მათ ზეწოლის ფონზე მოუწიათ კუკავას ამოცნობა და მისი დამნაშავედ დასახელება.

ნიუპოსტი