ლიბანის პრემიერი დაიკარგა

ლიბანის პრემიერი დაიკარგალიბანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური სკანდალი მწიფდება. ამის მიზეზი ლიბანის პრემიერია, რომლის ადგილსამყოფელის შესახებ უკვე 1 კვირაა არაფერა ცნობილი.

ამის შესახებ Euronews-ი წერს.

საად ჰარირიმ 4 ნოემბერს ერ-რიადში სამუშაო ვიზიტის დროს მოულოდნელად გადადგომის შესახებ განაცხადა.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა საუდის არაბეთისგან “იმ მიზეზების დაუყოვნებლივ განმარტება მოითხოვა”, რის გამოც საად ჰარირი ბეირუთში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

თავად ჰარირიმ თავის ტელემიმართვაში განაცხადა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ირანს არაბულ რეგიონში დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი.

იმედინიუსი