ლიბანის პრემიერი – ”თავისუფალი ვარ”

ლიბანის პრემიერი - ”თავისუფალი ვარ”ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ განაცხადა, რომ ის თავისუფალია, საუდის არაბეთში იმყოფება და სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს
ჰარირიმ ასევე აღნიშნა, რომ თანამდებობიდან თავის დაცვის მიზნით გადადგა.
შეგახსენებთ, რომ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა 11 ნოემბერს, საუდის არაბეთიდან გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში თქვა, რომ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე თანამდებობას ტოვებს. საად ჰარირიმ ირანი და „ჰეზბოლა“ მისი მკვლელობის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

ინტერპრესნიუსი