ლომჯარია, ნაცვლიშვილი, ქორიძე, მენაბდე – ომბუდსმენობის კანდიდატები

ლომჯარია, ნაცვლიშვილი, ქორიძე, მენაბდე - ომბუდსმენობის კანდიდატებისახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გამართავს. ამ დროისთვის ომბუდსმენის მომავალ კანდიდატურებად პარლამენტში ორი უფლებადამცველი სახელდება – სოფო ხორგუანი და სოფო ჯაფარიძე. არსებული ინფორმაციით, მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯოდმარეს 4 კანდიდატურას სთავაზობს – ნინო ლომჯარია, ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.
– მმართველი გუნდი ისე არ იქცევა, რომ ჯერ მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ გამართოს ფორმალური შეხვდრები, დღევანდელი შეხვედრა არის გადაწყვეტილების ნაწილი. ჩვენ გვექნება დამატებით შიდა კონსულტაციები და დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო კანდიდატურას ავარჩევთ. როცა საქმე ეხება სახალხო დამცველის კანდიდატურას, პასუხისმგებლიან სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დემოკრატიაზე პრეტენზია, საუკეთესო, პროფესიონალს, ობიექტურ ადამიანს ირჩევს. ვფიქრობ, ასეთს აუცილებლად შევარჩევთ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.