”მერაია ქერი ოთახში გამჭვირვალე კაბით დამხვდა” – მაიკლ ანელო მომღერალს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

”მერაია ქერი ოთახში გამჭვირვალე კაბით დამხვდა” - მაიკლ ანელო მომღერალს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებსდაცვის სამსახურის სააგენტომ, მომღერალ მერაია ქერის სექსუალურ შევიწროებასა და შეურაცხყოფის მიყენებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ გამოცემა TMZ-ი წერს.

სარჩელში კერძოდ საუბარია ქერის დაცვის სამსახურის წევრზე, მაიკლ ანელოზე.

სააგენტოს თქმით, ქერი მიზანმიმართულად ახორციელებდა სქესობრივ აქტებს ანელოს თვალწინ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ტურნეს დროს, მომღერალმა ანელოს სასტუმრო ნომერში ასვლა შესთავაზა და ჩემოდნების ატანა მოიმიზეზა. მომჩივნების თქმით, ქერი ოთახში გამჭვირვალე კაბით დახვდა და ნომრიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

”მერაია ქერი ოთახში გამჭვირვალე კაბით დამხვდა” - მაიკლ ანელო მომღერალს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებსსექსუალური შევიწროების გარდა, დაცვის სამსახურის სააგენტო მერაია ქერისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს, რადგან ის მათ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი ანელოს კუთვნილი 221 ათასი დოლარი არ გადაუხადა.

ბოლო კვირების განმავლობაში, სექს-სკანდალი არამხოლოდ ხელოვნების სფეროში, არამედ პოლიტიკაშიც წამოიჭრა. 1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში შეიქმნება სპეციალური დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც პარლამენტის თანამშრომლები მიმართავენ, იმ შემთხვევაში, თუ უფროსობისგან ან კოლეგებისგან სექსუალურ შევიწროებას იგრძნობენ.

იმედინიუსი