“ფეისბუქის მომხმარებელი ნანა აკობიძე, პირად გვერდზე თბილისში საღამოს მომხდარ ამბავს ავრცელებს:
“მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი. დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის.
იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა… უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს – გადასახდელი ფული…
ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა – მეწიგნე მიშკამ…
ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს…
დღეს, საღამოს მოხდა ეს….”
pia.ge

