მიხეილ ჯანელიძე მთავრობაში ცვლილებებს ადასტურებს – ”დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერის პრეროგატივაა”

მიხეილ ჯანელიძე მთავრობაში ცვლილებებს ადასტურებს - ”დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერის პრეროგატივაა”საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა, დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

– მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ მიმდინარეობს გუნდში ცვლილებების პროექტზე მუშაობა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა და როდესაც ეს ცვლილებები შესაბამისად მომზადდება, ამას პრემიერი გააჟღერებს, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ნიუპოსტი