მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას პოროშენკოს დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას პოროშენკოს დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდასაქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას პირადად უკრაინის პრეზიდენტის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა- ამ განცხადებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქართველები კიევიდან ოდესაში სამი ვერტმფრენით ჩაიყვანეს, ბორანზე კი სპეც რაზმის 50 მებრძოლი ახლდათ თან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპერაციაში პეტრო პოროშენკოს დაცვის უფროსის მონაწილეობა უკანონო იყო.
” პოროშენკოს ეშინია პირადად ჩემი, იმიტომ რომ ვერ გამომაცხადებს პუტინის აგენტად და მაქვს წარმატების ისტორია” – წერს უკრაინული ოპოზიციის ლიდერი.