მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელობა მოსკოვის კუნცევოს რაიონში მდებარე 42-ე პოლიტექნიკურ კოლეჯში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ren.tv-ი ავრცელებს.
სოციალურ ქსელ “ვკონტაქტეში”, 18 წლის ანდრეი ემელიანიკოვმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის სისხლიანი პედაგოგის ფონზე იღიმის. ამჟამად ემელიანიკოვის ექაუნთი დაბლოკილია.
წინასწარი გამოძიებით, სტუდენტმა ჯერ 44 წლის მასწავლებელი მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
იმედინიუსი

