ნარმანია მერიაში დღეს ბოლო სხდომას გამართავს

ნარმანია მერიაში დღეს ბოლო სხდომას გამართავსთბილისის მერიაში დღეს, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, დედაქალაქის მთავრობა ბოლო სხდომას გამართავს.
თბილისის მთავრობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და მასზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 21 საკითხს განიხილავენ.
როგორც ცნობილია, თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებს.