ომბუდსმენობის კანდიდატმა ნინო ლომჯარიამ საკუთარი პრიორიტეტები ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს გააცნო, რის შემდეგაც ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ისინი კანდიდატს მხარს უჭერენ.
– ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის შერჩევა მოხდეს სამოქალაქო სექტორის მიერ და ამის შემდეგ გახდეს არჩეული ესა თუ ის კანდიდატი. ნაციონალური მოძრაობა ამზადებს კანონპროექტს რადგან სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით იქნას შერჩეული მთავარი უფლებადამცველი. მიუხედავად იმისა , რომ გამჭირვალედ არ წარმართა ხელისუფლებამ პროცესი, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ შერჩეულ კანდიდატს. თუ არ გამართლდა იმედები, ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ მწვავეები კრიტიკაში, – განაცხადა ნიკა მელიამ.
სახალხო დამცველის კანდიდატ ნინო ლომჯარიას “ქართული ოცნებაში” შემავალი ფრაქციები უსმენდნენ.
ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ნინო ლომჯარია ოფიციალურად დღეს წარადგინა. ცნობილია, რომ “ევროპული საქართველო ომბუდსმენის” თანამდებობაზე ლომჯარიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
იმედინიუსი

