ნაციონალები კედელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ნაციონალები კედელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით კალაძესთან შეხვედრას ითხოვენდედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ენმ“-ს წევრები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნიკოლოზ ჭონქაძის, იგივე სულიკო კედელაშვილის შესაძლო დანიშვნას.

ოპოზიციის თქმით, პროტესტი ამ კანდიდატის მიმართ გამოწვეულია მისი წარსულში აგრესიული საქმიანობის გამო. როგორც ისინი აცხადებენ კალაძეს აქვს ლეგიტიმური უფლება გაიწვიოს ამ პირის კანდიდატურა და მან ეს უფლება უნდა გამოიყენოს.

საქალაქო სამსახურების უფროსების კანდიდატურები თბილისის მერმა გუშინ წარადგინა, თბილისის რაიონის გამგებლებს და საქალაქო საამსახურის უფროსებს, თანამდებობაზე დანიშვნისთვის თბილისის საკრებულოსგან მხარდაჭერა სჭირდებათ.

ნიუპოსტი