ნიკა გვარამია – ”ძაან უტვინო ყ-ე ყოფილა, ვისაც გონია, რომ ორმოცდაათჯერ ქათამს დამიძახებს, ოცჯერ მამათმავალს და ამით დამაშინებს”

გია კორკოტაშვილის ვრცელ პოსტს ფეისბუქზე ნიკა გვარამიამ ასეთით უპასუხა:

”აი, ახლა ვისაც გონია, რომ ათასსიტყვიან სტატუსს მომიძღვინს, მუქარა-ფურთხებით გაავსებს, ორმოცდაათჯერ ქათამს დამიძახებს, ოცჯერ მამათმავალს და ბოლოს მუქარით დააგვირგვინებს – არ გადამეყარო, თორემ კბილებს დაგაყრევინებო – ეს ყველაფერი რამენაირად იმოქმედებს ჩემზე, ან დამაშინებს, ან დამაკომპლექსებს და ხელს შემიშლის ქსენოფობების ჩაქვესკნელებაში, ძაან უტვინო ყლე ყოფილა ?
ps ყოფილა რა, ყველამ ისედაც ვიცით, რომ არის ?”