ნიკა მელია – “გიორგი ონიანი იმიტომ დააკავეს, რომ ნაციონალია”

ნიკა მელია - "გიორგი ონიანი იმიტომ დააკავეს, რომ ნაციონალია"ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელია აღნიშნავს, რომ ონიანის საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

– ექვსი პოლიციელიდან ხუთმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, შესაბამისად, ისინი ხელშეუხებლები არიან. ერთადერთი ადამიანი ონიანი იმიტომ დააკავეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია. ივანიშვილთან ბრძოლა შეიძლება ციხესა და სიცოცხლის გაწირვაზეც კი გავიდეს. უსამართლობით და ცინიზმით გამოირჩევა სასამართლო. აკავებს ადამიანს იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია, – განაცხადა მელიამ.

ნიუპოსტი