ნინო გვენეტაძე – “მე ვარ ძალადობის მსხვერპლი”

ნინო გვენეტაძე -  "მე ვარ ძალადობის მსხვერპლი"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია.
როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

– საბჭოს მიერ დღეს ჩემდამი მიმდინარეობს განსაკუთრებული ზეწოლა ბატონი მდივნისა და წევრების წარმომადგენლობით. ბატონი მდივანი მე დღეს მაიძულებს, რომ მივცე თანხმობა იმ სამუშაო გრაფიკზე, რაც ჩემს სამუშაო გრაფიკთან ჯერ შეჯერებული არ მაქვს და მთხოვს გადაწყვეტილებას. ღიად ვამბობ, მე ხვალ დილის 9 საათამდე გავივლიდი ჩემს გრაფიკს და მექნება ჩემი პოზიცია, არ ეთანხმები ამას? აყენებს მდივანი საკითხს, რომ 1/3-ით მიიღებთ გადაწყვეტილებას? მიიღეთ. მე არ გეთანხმებით, ამას არ ჰქვია საკითხის დაგეგმვა და ორგანიზება.

მე დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ, ღიად ვამბობ, თქვენ ძალადობთ ჩემზე, რომ თქვენს ყველა წინადადებას, რომელსაც აქ შეაჯერებთ, დავეთანხმო ისე, რომ ჩემი გრაფიკი ვერ ვნახო… ხვალ დილის 9 საათამდე, სანამ ჩემი დატვირთვის გრაფიკის არ გავივლი და არ გადავალაგებ, თანხმობას ვერ მოგცემთ, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ნიუპოსტი