ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ”ქართული ოცნება” ხვალ ოფიციალურად წარადგენს

ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ”ქართული ოცნება” ხვალ ოფიციალურად წარადგენსსახალხო დამცველის პოსტზე მმართველ გუნდში შეთანხმებული კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ნინო ლომჯარიას კანდიდატურის ბიუროსთვის წარდგენა მოხდება როგორც ”ქართული ოცნების”, ასევე უმრავლესობაში შემავალი სხვა ფრაქციების სახელით.
ლომჯარია ერთ-ერთია იმ ოთხ კანდიდატს შორის, რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს. პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.