ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე ექიმი გამოიძახეს

ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე ექიმი გამოიძახესმას შემდეგ, რაც ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ დღევანდელი სხდომის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ სასამართლო პროცესზე შესვენება გამოაცხადა.

ამასთან, განცხადება თავად ოთარ აბესაძემაც გააკეთა და თქვა, რომ მისი ოჯახის წევრი გარდაიცვალა, რომელიც მასზე ნერვიულობდა. აბესაძის თქმითვე, თავს თავადაც ცუდად გრძნობს, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ მორალურად ცუდად ყოფნა არ ნიშნავს, რომ პროცესი უნდა გადაიდოს და იმის გამო, რომ ნამდვილად დადასტურებულიყო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პროცესზე შესვენება გამოცხადდა.

ოთარ აბესაძეს ექიმი გასინჯავს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, გაგრძელდება თუ არა დღევანდელი სხდომა.